სიახლე ACM ICPC - ქართული გუნდი სტუდენტური მსოფლიო ოლიმპიადის ფინალში!

ACM ICPC პროგრამირების ჩემპიონატია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება სტუდენტებს შორის. უძლიერეს გუნდებთან ბრძოლა საკმაოდ ძნელია, თუმცა წელს ფინალში დაწინაურდა ქართული გუნდი შემადგენლობით: თორნიკე მანძულაშვილი, გიორგი გულიაშვილი და ნიკოლოზ სვანიძე. მწვრთნელები - გიორგი საღინაძე და ზაზა გამეზარდაშვილი.

გუნდი თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლას წარმოადგენს ოლიმპიადაზე. 5000-ზე მეტი უნივერსიტეტიდან ისინი 80 საუკეთესო სასწავლებელს შორის იასპარეზებენ. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ნახევარფინალში მონაწილე ქართულ გუნდებს შორის პირველი ოთხი თავისუფალი უნივერსიტეტიდან არის.

რეგიონის შედეგების სანახავად ამ ბმულს მიჰყევით: ჩრდილო-დასავლეთ ევროპის რეგიონალური შეჯიბრი

ასეთი მოვლენა ჩვენს საოლიმპიადო ისტორიაში მხოლოდ მეორე შემთხვევაა. პირველი 2009 წელს იყო, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა - ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი ლეკვეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი - მიიღო ფინალურ რაუნდში მონაწილეობა (მათ შემდეგაც წარმატებით იასპარეზეს და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ).

ACM ICPC ჩემპიონატის ფინალი მომავალი წლის მაისში, მაროკოშია დაგეგმილი. ვულოცავთ ბიჭებს ამ შედეგს და წარმატებებს ვუსურვებთ :)

უნივერსიტეტის რეპორტაჟი ამ თემაზე:

სიახლე ACM ICPC 2013 - სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი

შაბათს, 26 ოქტომბერს ჩატარდა ACM-ის მიერ დაფუძნებული International Collegiate Programming Challenge ჩემპიონატის მეოთხედფინალი. ეს შეჯიბრი წარმოადგენს პროგრამირებაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მეოთხედფინალიდან დაწინაურებული გუნდები 1-2 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებენ ჩემპიონატის ნახევარფინალში. ACM ICPC-ის ფინალი 2014 წლის ივნისში რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გაიმართება.

მეოთხედფინალი დამოუკიდებლად მიმდინარეობდა სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენს ქვეყანაში მას კვლავ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლეს. რეგიონალურ შეჯიბრებაში 11 უმაღლესი სასწავლებლის 39 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვიდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდი და სამი ამოცანით ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.

უმაღლესი სასწავლებელი გუნდების რაოდენობა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Tbilisi SU) 9
თავისუფალი უნივერსიტეტი (FreeUni) 5
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (Tbilisi IBSU) 5
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (Georgian TU) 4
წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის
ქართული უნივერსიტეტი (Tbilisi SANGU)
4
კავკასიის უნივერსიტეტი (Caucasus University) 4
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Batumi SU) 4
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Kutaisi ATSU) 1
ქართულ-ფრანგული ინსტიტუტი (Tbilisi SU Geo-French) 1
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (Tbilisi GAU) 1
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Sokhumi SU) 1

მეოთხედფინალში პირველ ადგილზე 7 ამოხსნილი ამოცანით გავიდა FreeUni Bethrezen: მანძულაშვილი თორნიკე, გიგლემიანი გიორგი, გულიაშვილი გიორგი (მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი).
მეორე ადგილი 7 ამოცანით დაიკავა ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა FreeUni Garbage Collector: ნიკა ბარბაქაძე, ლაშა ლაკირბაია, ნიკოლოზ მაჭავარიანი (მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი)
ხოლო მესამე ადგილზე ასევე 7 ამოცანით გავიდა Tbilisi SU 1 Scadoosh: ბექა ბარბაქაძე, ნიკოლოზ გაბისონია, ზურაბ კუცია (მწვრთნელი ნიკოლოზ გაბისონია).

სრული შედეგები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ. ლურჯად მონიშნულია ის გუნდები, რომლებიც ნახევარფინალში გადავიდნენ. შეჯიბრებაში კონკურსგარეშე მონაწილეობდა მოსწავლეთა რამდენიმე გუნდი და ასევე გამოცდილი ოლიმპიელები, რომელთაც ACM ICPC ოლიმპიადაზე გასვლის ლიმიტი ამოწურეს. შედეგებში ეს გუნდები ვარსკვლავით არიან მონიშნული.

გასულ წლებში ჩატარებული ACM ICPC ოლიმპიადების შესახებ ინფორმაციის და შედეგების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე: geolymp.org/page/tag/ACM ICPC

სიახლე რატი გელაშვილი ACM ICPC 2013 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში
ACM ICPC 2013 მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი უკვე ჩატარდა ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. ფინალში გასულ მონაწილეებს შორის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გუნდია და მის შემადგენლობაში ქართველი ოლიმპიელი - რატი გელაშვილი შედის.

საქართველოში ყოფნისას რატის რამდენიმე ოქროს და ბრინჯაოს მედალი აქვს მიღებული მათემატიკის და ინფორმატიკის სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ამჟამად კი ის MIT-ის ph.d. სტუდენტია. რატის გადმოცემით წლევანდელი ACM ICPC მისთვის ბოლო ცდაა, რადგან ამ ჩემპიონატში მონაწილეობის რაოდენობა შეზღუდულია. მის გუნდის წევრებს შორისაა ცნობილი ოლიმპიელი ილია რაზენშტეინი, რომელიც 2010 წელს ACM ICPC-ის ფინალში მეორე ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.


იმედი გვაქვს სხვა ქართველი ოლიმპიელებიც შეუერთდებიან რატის ფინალურ რაუნდში :)
შეგახსენებთ, რომ ჩვენს რეგიონში ნახევარფინალი 1-2 დეკემბერს გაიმართება. სხვა არქივებთან ერთად, სავარჯიშოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ACM ICPC-ის ამოცანების არქივიც:
https://icpcarchive.ecs.baylor.edu/

სიახლე ACM ICPC 2012 - სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი

3 ნოემბერს ჩატარდა ACM-ის მიერ დაფუძნებული International Collegiate Programming Challenge ჩემპიონატის მეოთხედფინალი. ეს შეჯიბრი წარმოადგენს პროგრამირებაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მეოთხედფინალიდან დაწინაურებული გუნდები 1-2 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებენ ჩემპიონატის ნახევარფინალში. ACM ICPC-ის ფინალი 2013 წლის ივლისში რუსეთში გაიმართება.

მეოთხედფინალი დამოუკიდებლად მიმდინარეობდა სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენს ქვეყანაში ის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში ათი უმაღლესი სასწავლებელის 48 გუნდმა მიიღო მონაწილეობა:

უმაღლესი სასწავლებელი გუნდების რაოდენობა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Tbilisi SU) 13
თავისუფალი უნივერსიტეტი (FreeUni) 8
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (Tbilisi IBSU) 6
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (Georgian TU) 6
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Kutaisi ATSU) 4
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Batumi SU) 3
კავკასიის უნივერსიტეტი (Caucasus University) 3
ქართულ-ფრანგული ინსტიტუტი (Tbilisi SU Geo-French) 2
წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის
ქართული უნივერსიტეტი (Tbilisi SANGU)
2
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Sokhumi SU) 1

მეოთხედფინალში პირველ ადგილზე 5 ამოხსნილი ამოცანით გავიდა Tbilisi SU #2 Scadoosh (ბექა ბარბაქაძე, ნიკოლოზ გაბისონია, ზურაბ კუცია, მწვრთნელი ელდარ ბოგდანოვი).
მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა FreeUni 1 5 ამოცანით (ნიკა ბარბაქაძე, ლაშა ლაკირბაია, ნიკოლოზ მაჭავარიანი, მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი)
მესამე ადგილი 5 ამოცანით - Tbilisi SU #1 (ნოდარ ამბროლაძე, ზურაბ ისაკაძე, გიორგი შავგულიძე, მწვრთნელი ელდარ ბოგდანოვი)

სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

შარშანდელთან შედარებით მონაწილე გუნდების რაოდენობა 17-ით გაიზარდა.


განახლება:
ორგანიზატორის ცნობით, თავისუფალ უნივერსიტეტს შეუნარჩუნდა შარშანდელი ქვოტა ნახევარფინალზე გუნდების წარსადგენად და კვლავ 4 გუნდი დაიშვა ამ სასწავლებლიდან. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ასევე 4 გუნდი გადის. 3-3 გუნდით იასპარეზებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2 გუნდით წარსდგება ნახევარფინალში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, თსუ-ს ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი. კიდევ ერთი გუნდი ეყოლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

სიახლე ACM ICPC - მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის შედეგები

27 ნოემბერს ჩატარდა სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენი რეგიონის ნახევარფინალი.

ნახევარფინალის შედეგები ამ ბმულზეა. NEERC-დან ფინალში გადავიდა შემდეგი 16 გუნდი:

SPb IFMO 1 (რუსეთი),
Moscow SU 1 (რუსეთი),
Belarusian SU 1 (ბელარუსი),
Saratov SU 2 (რუსეთი),
SPb SU 1 (რუსეთი),
Moscow IPT 1 (რუსეთი),
Ural FU 1 (რუსეთი),
Altai STU 1 (რუსეთი),
Ufa SATU (რუსეთი),
Nizhny Novgorod SU (რუსეთი),
Belarus SUIR 2 (ბელარუსი),
Udmurt SU (რუსეთი),
Latvia U 2 (ლატვია),
Kazakh-British TU #3 (ყაზახეთი),
Tomsk SU 1 (რუსეთი),
Volgograd STU (რუსეთი)

ნახევარფინალის პარალელურად ტარდებოდა სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი (როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური შეჯიბრება).

გუნდური შეჯიბრის შედეგების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. 1 - 6 ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ პირველი, 7 - 13 ადგილოსნებს მეორე, ხოლო 14 - 25 ადგილზე მყოფ მონაწილეებს მესამე ხარისხის დიპლომი.

ინდივიდუალურ შეჯიბრში 1 - 6 ადგილზე გასულ მონაწილეებს ასევე გადაეცათ პირველი ხარისხის, 7 - 11 ადგილოსნებს მეორე, ხოლო 12 - 18 ადგილოსნებს მესამე ხარისხის დიპლომები. სრული შედეგების სანახავად ამ ბმულს მიჰყევით.

სიახლე ACM ICPC - სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი

კვირას, 27 ნოემბერს, ჩატარდება სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენი რეგიონის ნახევარფინალი (NEERC - North Eastern European Regional Contest). ღონისძიება გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 10 საათზე. სატესტო ტური დაგეგმილია შაბათს 18 საათზე.

ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ქართული უმაღლესი სასწავლებლის გუნდები:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Tbilisi SU)
თავისუფალი უნივერსიტეტი (FreeUni)
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (Tbilisi IBSU)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (Georgian TU)
ქართულ-ფრანგული ინსტიტუტი (Tbilisi SU Geo-French)
წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (Tbilisi SANGU)
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Kutaisi ATSU)
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Batumi SU)
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Sokhumi SU)

ასევე იასპარეზებენ გუნდები სომხეთის და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებიდან:

Russian-Armenian (Slavonick) State University (RAU)
State Engineering University of Armenia (SEUA)
American University of Armenia (American U of Armenia)
Yerevan State University of Architecture and Construction (YSUAC)
Yerevan State University (Yerevan SU)
Gyumri State Pedagogical Institute (GSPI)
Qafqaz University (Baku Qafqaz U)
Baku State University (Baku SU)
Moscow State University (BakuMSU)

შეგახსენებთ, რომ ACM ICPC-ში ქართველთა მონაწილეობის ისტორიაში ფინალში ერთადერთხელ იყო გასული ქართული გუნდი - თსუ-ს ”ტრიუმვირატი”. 2009 წელს გუნდის წევრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. წელს ფინალური რაუნდისთვის განსაკუთრებით ემზადება თსუ-ს გუნდი ”ბრონტოზავრი” შემადგენლობით: ელდარ ბოგდანოვი, ირაკლი მერაბიშვილი, ლევან ვარამაშვილი. ვუსურვოთ მათ წარმატებები :)

ნახევარფინალის პარალელურად ამავე ოლიმპიადაზე ჩატარდება სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი.

გარჩევა Georgian Subregional Contest 2011 - Analysis
# ამოცანა გარჩევის ავტორი
A Automated Telephone Exchange ელდარ ბოგდანოვი
B Black Square ხატია ჭითაშვილი
C Cube Coloring ელდარ ბოგდანოვი
D Dice ელდარ ბოგდანოვი
E Electrification -
F Flat ელდარ ბოგდანოვი
G Galaxy Interconnection ირაკლი მერაბიშვილი
H High Security ირაკლი მერაბიშვილი
I Immediate Delivery ელდარ ბოგდანოვი
J John’s Inversions ნიკა ჯიმშელეიშვილი
K Kids Like Cakes ნიკა ჯიმშელეიშვილი
სრულად წაკითხვა
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...